USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
თბილისი
გორში სპორტის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა
თარიღი:  570
სპორტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში სპორტის პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები განიხილეს.
 
სხდომა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა.
 
კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი მეძმარიაშვილის განცხადებით, კომიტეტი, გასვლითი სხდომების ფორმატში, საქართველოს რამდენიმე რეგიონს უკვე ეწვია და ადგილზე გაეცნო იმ წარმატებებსა თუ გამოწვევებს, რომელიც ადგილობრივ სპორტულ საზოგადოებას აქვს.
შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე დაესწრო. მისი თქმით, შიდა ქართლის რეგიონში ბევრი წარმატებული სპორტსმენი აღიზარდა და ადგილობრივი ხელისუფლება ძალისხმევას არ აკლებს, რომ დიდი სპორტული ტრადიციები გაგრძელდეს. შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, სხვადასხვა სპორტული ტურნირების გამართვასთან ერთად, სახელმწიფო რწმუნებულის ადინისტრაციის ინიციატივითა და რეგიონის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით სპორტის სახეობებში „საზაფხულო სპორტული თამაშები“ ტარდება.
 
კომიტეტის გასვლით სხდომაზე გორის, ხაშურის, კასპისა და ქარელის მუნიციპალიტეტების მერებმა მათ ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ სპორტულ ინფრასტრუქტურასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
 
გამომსვლელებმა გორში, ხაშურსა და კასპში საცურაო აუზების აშენების მნიშვნელობაზე, დამატებით სპორტული მოედნების მშენებლობაზე, არსებული დარბაზების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე და მწვრთნელების ანაზღაურების საკითხებზეც იმსჯელეს.
 
როგორც შეხვედრაზე ირაკლი მეძმარიაშვილმა აღნიშნა, იმისათვის, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს სპორტის ხელშეწყობისთვის მეტი რესურსი და საშუალება მიეცეს, კომიტეტის კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანაზე მუშაობს. კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, რეგიონში მნიშვნელოვანი სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, რის გამოც სპორტის მიმართ ახალგაზრდების დაინტერესება მნიშვნელოვნად გაიზარდა. მისივე თქმით, საცურაო აუზის მშენებლობა სოლიდურ ფინანსებს უკავშირდება და კომიტეტი მზად არის სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირების პროცესში შესაბამის სამინისტროებთან აღნიშნულ საკითხზე ისაუბროს.
 
გასვლითი სხდომა სპორტული ინფრასტრუქტურის დათვალიერებით გაგრძელდა. კომიტეტის წევრებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გურამ პაპიტაშვილის სახელობის ძიუდოს დარბაზი, ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის დარბაზი, კრივის დარბაზი, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლა და ხაშურის სპორტული სტადიონი დაათვალიერეს.
მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის