USD 2.6908
EUR 3.1593
RUB 3.5880
Tbilisi
გორში დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვების და შენახვის ფაქტზე დაკავებულ 7 პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
Date:  532

საქალაქო სასამართლომ 7 დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

საქმე ეხება ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვების და შენახვის, ასევე სხვისი სასაქონლო ნიშნისა და რეგისტრირებული საფირმო სახელწოდების უკანონოდ გამოყენებით საქონლის წარმოების ფაქტებს.

დაკავებულების ადვოკატები გირაოს ითხოვდნენ, თუმცა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სარეალიზაციოდ გამზადებული უპრეცედენტო რაოდენობის უკანონო ნაწარმი ამოიღო, რომლის ჯამური ღირებულება, სავარაუდოდ, ათობით მილიონ ლარს შეადგენს.

არალეგალურად მომუშავე ქარხანა გორში წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა. შვიდ დაკავებულს შორის არიან ბიზნესმენი და მოკრივე, გიორგი კანდელაკი, ბიზნესმენი ქართლოს ჯალაბაძე და გორის საკრებულოს წევრი ბორის გოგიჩაიშვილი. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

World
ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 84 დაშავდა

დასავლეთ ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 84 დაშავდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამგზავრო მატარებლისა და შორ მანძილზე მოძრავი სამგზავრო მატარებლის შეჯახება ბეკასიში მოხდა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქისა და მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქის, ჯაკარტას აღმოსავლეთით მდებარეობს.

ქვეყნის სამძებრო-სამაშველო სააგენტოს ხელმძღვანელმა, მოჰამედ სიაფიიმ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაცია გრძელდება და რომ დამტვრეული ვაგონებიდან გადარჩენილების გამოყვანა დელიკატური პროცესია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way