USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
Tbilisi
გორის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის უფასო სამედიცინო კვლევები გრძელდება
Date:  774

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით შეძენილი სამედიცინო ტექნიკით მოსახლეობის უფასო სამედიცინო კვლევები გრძელდება.

მოძრავი მამოგრაფიის სერვისი ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის მედიკოსებმა ამჯერად შინდისში მცხოვრებ მოსახლეობას შესთავაზეს. მათ მსურველებს სხვადასხვა სახის კვლევები ადგილზე უფასოდ ჩაუტარეს.

ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი და სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი დიანა ბერიძე ესწრებოდნენ. მათ მოსახლეობასთან ისაუბრეს მოძრავი სკრინინგცენტრის აუცილებლობაზე და დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე.

უფასო სკრინინგის მიზანი დაავადების ადრეული გამოვლენა და კიბოს პრევენციაა. სამედიცინო ტექნიკის შეძენა განხორციელდა იაპონიის მთავრობის თანადაფინანსებითა და არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ქართლოსის“ მხარდაჭერით.

World
ტრამპი აცხადებს, რომ ირანში ომი დასასრულს უახლოვდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-ს განუცხადა, რომ ირანში ომი „დასასრულს უახლოვდება“.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის სამხედრო ძალები „განადგურებულია“, ხოლო მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობა „ბევრად უფრო გონიერია“ და ნაკლებად „რადიკალიზებული“, ვიდრე წინა ლიდერები, რომელთა უმეტესობაც ამერიკული და ისრაელის დარტყმების შედეგად დაიღუპა.

„ჩვენ შესანიშნავად მივიწევთ წინ“, - ამბობს ტრამპი. „და ეს ყველაფერი დასასრულს უახლოვდება“.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way