USD 2.6994
EUR 3.1318
RUB 3.3536
Tbilisi
გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა
Date:  652
აქცია, რომელშიც ადგილობრი ხელისუფლების წარმომდგენლებთან ერთად გორის საკალათბურთო გუნდის „ივერიონისა“ და საფეხბურთო გუნდის გორის „გორის“ სპორტსმენებიც ჩაერთნენ, გოგებაშვილის ქუჩაზე მოეწყო.
ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, გამწვანების სამუშაოები რამდენიმე ლოკაციაზე ეტაპობრივად განხორციელდა.
გოგებაშვილის ქუჩასთან ერთად, სხვადასხვა ჯიშის მცენარის ნერგები ვერხვების დასახლებასა და საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ დაირგო.
ლომჭაბუკის სკვერში საკურების ხეივანი გაშენდა.
ქალაქის მასშტაბით ჯამში, ფიტოსპორიუმის, ლოროპეტალუმის, საკურას, ღვიისა და ტუიის 500 - მდე ნერგი დაირგო. მცენარის ნერგები კეთილმოწყობის სააგენტომ ტენდერის საშუალებით შეიძინა. ტუიის ძირები კი გორის მუნიციპალიტეტს ორგანიზაცია „სადაგმა“ და “პეპსიკომ” აჩუქეს.
გამწვანების სამუშაოებს ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ახორციელებს.
 
 
World
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way