ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18:30 საათის მონაცემებით, 5%-იანი ბარიერი 4-მა პარტიამ გადალახა.
კერძოდ:
„ქართულმა ოცნებამ“ ხმების - 56.1 % მიიღო;
„კოალიცია ცვლილებისთვის“ – 12.6 %;
„ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 11.6 %;
„ძლიერი საქართველო“ – 7.0 %;
„გახარია საქართველოსთვის“ – 4.8 %;
„გირჩი“ - 3.0 %;
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2.2 %;
სხვა - 2.7 %.
ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, ცდომილების ზღვარი +- 2.5 პროცენტია.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.