USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
გომელაურის პირველი კომენტარი სიძის სკანდალზე - "ალკოტექსტი აღარ ჩაუტარეს და უთხრეს, წაბრძანდით"
თარიღი:  

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი კომენტარი შაბათის ეთერის სკანდალურ ჟურნალისტურ გამოძიებაზე - ვახტანგ გომელაური ადასტურებს, რომ მისი სიძე, რომელსაც პატრული სავალდებულო ალკოტესტის გავლას სთხოვდა, საბოლოოდ, მაინც არ შეამოწმეს. გომელაურის  მტკიცებით, მისი დის ქმარი საჭეს ფხიზელი მართავდა.

ძალოვანი მინისტრი  გვთხოვს, სიტყვაზე ვენდოთ, მაგრამ ჩნდება კითხვა, თუ ზობა მიხანაშვილი ნამდვილად ფხიზელი იყო, რატომ არ დაემორჩილა ის პოლიციას და რატომ არ გაიარა ალკო ტესტი. 

" 8 თვის წინ რომ გააჩერა ჩემი სიძე ვიღაცამ და 8 თვის შემდეგ დაიჭირა გენინსპექციამ ინფორმაციის გატანაზე - არ უნდა დაგვეჭირა? თუნდაც, დავუშვათ ჩემი სიძე გააჩერა და გაუშვა, თუნდაც ნასვამი იყო, არ უნდა დაგვეჭირა ეს კაცი? თუ ეს გააკეთა და გაუშვა, ეს მეორე დანაშაულია. 
მგონი, თქვენც არ გჯერათ, რომ მოუწყეს, 8 თვის თუ 6 თვის წინ გაჩერებული - შს მინისტრის სიძე რომ გააჩერა და გადაამოწმა პირობითად, ამიტომ 8 თვის შემდეგ ეს ადამიანი დავაკავეთ.

ალკოტექსტი - კამერები აღარ იყო, როგორც მახსოვს, აღარ ჩაუტარეს და უთხრეს, კაი, წაბრძანდით. თუმცა, ადამიანი არ სვამს წლებია, მართლა გეუბნებით, თუ გჯერათ ჩემი, შვილიშვილი ეჯდა მანქანაში და როგორ წარმოგიდგენიათ, ნასვამი მოდიოდა, თქვენ არ იცნობთ იმ ადამიანს, გულწრფელად მჯერა, რომ მთვრალი არ იქნებოდა.

ჩემი შვილებიც ჯარიმდებიან, ყველა ჯარიმდება და შეგვიძლია ამოვიღოთ, ვინ რამდენ ჯარიმას იხდის. მერწმუნეთ, ასევე დამუქებული შუშები არცერთ ჩემი ოჯახის წევრს არ აქვს,“ - ამბობს გომელაური.

პატრულ ინსპექტორი ახლა ციხეშია. 

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის