USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Тбилиси
გოლიათური აღნაგობის ქართველები ბრწყინავდნენ უმწიკვლო რწმენით
дата:  868
ზოგჯერ, წყაროებსა და ფრესკებს შორის საოცარი შესაბამისობაა, მოვიხმოთ მხოლოდ წყაროები...
1. აღმოსავლური რენესანსის მამა - ფილოსოფოსი მიქაელ პსელოსი (მე- 11) ქართველებზე:
,,ეს ხალხი სიმაღლით მეათე ფუტამდეა აზიდული, წარბები კი ქედმაღლობით აქვთ აჭიმული.... მე ვგულისხმობ უმამაცესად მებრძოლ ქართველებს, ყველას ახლახანს ამოსვლოდა წვერი და თვით გაფურჩქნილ ყვავილს ჰგავდნენ, მაღალი ტანისა იყვნენ და თანაზომიერნი, თითქოს კანონის მიხედვით... შემართულნი იყვნენ უძლეველნი"
2. გიორგი პახიმერე:
,,გოლიათური აღნაგობის ქართველები ბრწყინავდნენ უმწიკვლო რწმენით"
3. უილიამ ტირელი:
,,ქართველები გამოირჩევიან მაღალი აგებულებით და უაღრესი სიძლიერით"
4. ჟან ბოდელი:
,,მშვენება ქართველთ ტანისა, სიამე არის თვალისა"
5. ძველი თურქული სიმღერა ,,მელიქ დანიშმემდი":
,,წყეული ქართველები ტანადობით ძლიერ გამორჩეული მებრძოლები იყვნენ"
6. იბნ დავადარი:
,,შემდეგ მივიდა ქართველთა ლაშქარი... ეს ხალხი არის მკაცრი ბუნების, მძლავრი სხეულის მქონენი, დიდად ურწმუნონი, ვერ არჩევენ კანონიერს არაკანონიერისაგან, მათ არ იციან სიცოცხლე ღვინისა და მხიარულების გარეშე"
7. რუი გონსალეს დე კლავიხო:
,,ქართველები კარგი აგებულების და ლამაზი სახის ხალხია"
8. 12 -საუკუნის ევროპელი ანონიმი:
“Georgiani barbam et comam multum nutrientes, gestantes unius cubiti pilleos”
„ქართველები წვერს და თმას ძლიერ უვლიან, მათი ქუდები ერთ წყრთამდეა“.
9. ლუდოვიკუს მამბურგუსი:
,,ისინი არიან კარგი აგებულებისანი და კეთილგონიერნი, კეთილნი და
თავაზიანნი უცხოელებისათვის, საზარელნი მტერთათვის, დიდებული მებრძოლები, დიდად მამაცნი, ქალებიც კი, რომელთაც ამაზონთა მსგავსად სურთ ბრძოლებში წასვლა, რათა იბრძოლონ ყველაზე მძვინვარედ. ამ სიმამაცით ბრძოლის ველზე ისინი გამოირჩევიან ყველა
აღმოსავლელი ქრისტიანისაგან, ისე რომ სარაცინები შიშით თუ პატივისცემით, აძლევენ უფლებას იერუსალიმში მათი დროშების ფრიალით შევიდნენ, როგორც
ჯარისკაცები, რაიმეს გადახდის გარეშე... მაგრამ აქვთ ეს დიდი მანკიერება, რომ არიან ყველაზე დაუნდობელი
მსმელები, და არად აგდებენ ხალხს, რომელიც მათთან ერთად არ ტყვრება სასტიკად არიან დაჯერებულები,
რომ შეუძლებელია რომელიმე ადამიანი იყოს ჭეშმარიტად მამაცი, ვინც არ არის სმის განსაკუთრებული მოყვარული".
ყველა ამ წყაროს მრავლისმეტყველი ილუსტრაციაა ეს ძველი ქართული ფრესკა.
общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати