USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Tbilisi
გოგი ლორთქიფანიძე - ურბანული "კოშმარი" რომელიც თბილისს ემუქრება
Date:  2141

ყველას კარგად გვახსოვს, დედაქალაქის დღევანდელი და მისი წინამორბედი მერის ხმამაღალი განცხადებები, რომ დამტკიცდებოდა თბილისის გენგეგმა და ბოლო მოეღებოდა ქალაქში უადგილო და უსახური ნაგებობების მშენებლობას.

თუმცა ეს დაპირება, თბილისის გენგეგმასთან ერთად, მხოლოდ  წინასაარჩევნო, პოპულისტური, დაპირება აღმოჩნდა და თბილისში ისევ გრძელდება მშენებლობები, რომლებიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებენ ვერც ესთეტიკური, ვერც არქიტექტორული და ვერც ურბანული თვალსაზრისით.

დედაქალაქის ცენტრალური უბნები გაუვალ ბეტონის ჯუნგლებს დაემსგავსა და თუ ადრე ქალაქის დამახინჯების სინონიმად, მხოლოდ სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია ითვლებოდა, დღეს ეს შედარება თბილისის თითქმის ყველა ცენტრალურ უბანზე შეიძლება გავავრცელოთ.

სამწუხაროდ დღევანდელი თბილისის არქიტექტურულ-ურბანული იერსახის დახასიათებისას ხშირად გვესმის შეფასებები: “უსახური შენობები” ,  “ბეტონის ქალაქი”, “ერთმანეთან შეუსაბამო შენობები”, “არქიტექტურული მემკვიდრეობის გაქრობა”, “ქაოტური მშენებლობები” და ა.შ. და ამის საწინააღმდეგოდ ვერაფერს ახერხებს „ყბადაღებული“ გენგემის ფუნქციური შეზღუდვები, რომელსაც ვითომ უნდა დაეცვა ქალაქი უადგილო მშენებლობებისაგენ.

დღიდან გენგეგმის დამტკიცებისა, 2019 წლის 20 მარტი, მასში რამოდენიმე ასეული ცვლილება შევიდა, რომელთა მიხედვითაც კონკრეტულ ადგილებს შეეცვალათ ზონალური სტატუსები და  შესაძლებელი გახდა შეზღუდვის არეებში მშენებლობის წარმოება.

გარდა ამისა თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ მიხედვით, არსებული შეზღუდვის არეალები დაკორექტირდა, რის საფუძველზეც შეზღუდულ არეალებში ძველი გენერალური გეგმით არსებული ფუნქციური ზონირება დაბრუნდება.

დადგენილი შეზღუდვები მოიხსნა შემდეგ ტერიტორიებზე: დიდი დიღმის III-IV მ/რ-ის სამხრეთი ტერიტორია, თბილისის ზღვისა და გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორიები, ასევე ლისის ტბის, ორთაჭალის ბაღების, აკადემქალაქის, კოჯორი-შინდისისა და ხილიანი-დოლიძის მიმდებარე ტერიტორიები.

ერთადერთი შეზღუდვა რომელიც დარჩა თბილისში ეხება ე.წ. ელიავას ბაზრობის ტერიტორიას, რომლის განვითარებისთვის მწვანე შუქის ანთებას არა და არ დაადგა საშველი. აქ სიტუაციაა პატურია, თბილისის მერია არც ბაზრობის მესვეურებს აძლევს განვითარების საშუალებას (მიუხედავად უკვე დამტკიცებული გრგ-ისა) და ვერც თვითონ ახერხებს რაიმე ნორმალური (დროში და სივრცეში) გადაწყვეტილების მიღებას.

შარშან თბილისის მერმა, კახი კალაძემ გადაწყვიტა, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისის მოშველიებით, დეველოპელურ სექტორისთვის ე.წ. ბიუროკრატიული პროცედურები გაემარტივებინა და სამშენებლო ნებართვების გაცემის დროს ამოღებულ იქნა ვითომ უმნიშვნელო მოთხოვნები. ეს უმნიშვნელო მოთხოვნა კი იყო მშენებლობის დაწყების დროს სავალდებულო სატრანსპორტო გავლენის შეფასება.

ანუ დღეს სამშენებლო კომპანიებს აღარ უწევთ ზრუნვა ტრანსპორტის გავლენის შეფასებაზე, ეს არის კვლევა რომელიც ადგენს სატრანსპორტო საშუალებების გამტარუნარიანობის გათვალისწინებით რა მოცულობის მშენებლობა შეიძლება განხორციელდეს ამა თუ იმ ტერიტორიაზე.

აღნიშნული ვალდებულება სამშენებლო და დეველოპელურ კომპანიებს 2018 წელს დაეკისრა, რაც ცალსახად იყო თბილისის სწორი ურბანული განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი. აღნიშნულმა რეგულაციამ 2018 წლიდან დღემდე მნიშვნელოვნად შეაფერხა ქალაქის ქაოტური განაშენიანება და არაერთი უბანი იხსნა მოსალოდნელი სატრანსპორტო კოლაფსისაგან.

თუმცა დღეს ეს რეგულაცია მოხსნილია და ამ დერეგულაციის შედეგებს, სულ მალე იგრძნობენ საკუთარ თავზე ჩვენი მოქლაქეები, რომელთათვისაც თბილისი საცობები ისედაც ყოველდღიური „ურბანული კოშმარის“ შემადგენელი ნაწილია.

სამშენებლო ნებართვების გაცემის დროს სატრანსპორტო კომპონენტის უგულებელყოფა განაჩენია თბილისისთვის, რაც მომავალში ქალაქის სატრანსპორტო სისტემის პარალიზებას გამოიწვევს.

თბილისის მასშტაბით მივიღებთ სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის ანალოგიურ მდგომარეობას, რაც ყველა სხვა „სიკეთესთან“ ერთად დედაქალაქს დაპირებული „სიცოცხლით სავსე ქალაქიდან“ „საცობებით სავსე ქალაქად“ გადააქცევს.

ყოველივე ზემოთ თქმულს ემატება მშენებლობის ნებართვის გაცემის ყოვლად არქაული და თავის თავში კორუფციის მომცველი სისტემა და თბილისის ბეტონის ჯუნგლებად საბოლოოდ გადაქცევის პერსპექტივა, სულ უფრო და უფრო რეალური ხდება.

თბილისი კი მაინც „შენდება“.

აშენებს ყველა ვისაც არ ეზარება, ხოლო იქ სადაც მხოლოდ ნეპოტიზმის, საეჭვო ეკონომიკური ან სხვა  გარიგებების საშუალებით არის შესაძლებელი მშენებლობის ნებართვის მოპოვება, აშენებენენ მხოლოდ ერთეულები, თუმცა ამ ერთეულების ხელშია დღეს ქალაქის მიმდინარე მშენებლობების 90%-ზე მეტი.

პრობლემების კონსტატაცია ერთია, ხოლო მათი გადაწყვეტა და გონივრული დარეგულირება კი მეორე. ფაქტია, რომ დღეს დედაქალაქის მმართველობა და თვითმმართველობა ვერ ართმევს თავს ამ პრობლემებს და ჩვენი, თბილისის მოქალაქეების ურბანული ყოფაც დღითიდღე მძიმდება.

გამოსავალი ერთია, საზოგადოებრივი აქტიობა და მომავალი თვითმმართველობის არჩევნებზე სწორი სამოქალაქო პოზიციის დემონსტრაცია, ჩვენი ქალაქისათვის ღირსეული და გონიერი მმართველობის მოსაპოვებლად, რომელიც შემდეგი 4 წელი, მუდმივი სამოქალაქო კონტროლის ქვეშ გვეყოლება, ისევ ჩვენ, ქალაქ თბილისის მაცხოვრებლებს.

გოგი ლორთქიფანიძე

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way