USD 2.6963
EUR 3.1800
RUB 3.5752
თბილისი
გოგი ლორთქიფანიძე - პატივცემულებო, მამუკა გიორგაძეზე მინდა გითხრათ ერთი-ორი სიტყვა
თარიღი:  2428
სოციალური ქსელის ერთ-ერთი აქტიური მომხმარებელი გოგი ლორთქიფანიძე, სხვებისგან განსხვავებული ფორმატით წარუდგენს, ფეისბუკის მომხმარებლებს მისი ფავორიტი პოლიტიკური ძალის ლიდერს.
 
"პატივცემულებო, მამუკა გიორგაძეზე მინდა გითხრათ ერთი-ორი სიტყვა... არა იმიტომ, რომ ჩემი მეგობარია და არც იმიტომ რომ ერთნაირი პოლიტიკური გემოვნება და ხედვა გვაქვს.
 
არამედ იმიტომ რომ ვთვლი, რომ ის დღეს ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი, პრაგმატული და პრინციპული პოლიტიკოსია საქართველოში. შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს მისი პოლიტიკური ხედვები, შეიძლება აკრიტიკებდე ან არ აკრიტიკებდე მის მიერ განვლილ პოლიტიკური ცხოვრების გზას .....
 
მაგრამ თუ ხარ ობიექტური და თვლი რომ რაღაც იცი ქართული პოლიტიკის შესახებ, წესით და რიგით უნდა აღიარო, რომ დღეს თუ ვინმეს რამე გაეგება პოლიტიკაში და შეიძლება პოლიტიკოსი დაუძახო, ერთ-ერთი მამუკა გიორგაძეც არის და ასეთი ადამიანები თითზე ჩამოსათვლელია საქართველოში.
 
ცხოვრების წესით და მოწოდებით არის პოლიტიკოსი და არა ვინმეს მიერ დანიშნული.
 
როცა ამბობენ ერთ კაცს რა შეუძლია პარლამენტში, ვერაფერს ვერ შეცვლის და ა.შ. ეს ნათქვამი მამუკაზე არ ვრცელდება... თუ მამუკა იქ იქნება ბევრი რამის გაკეთებას ვერ გაბედვას ბევრი და არც ერთი, ქვეყნისთვის საზიანო წინადადება არ დარჩება პასუხგაუცემელი...
იმდენი რამე იცის ოცნებაზე და ნაცებზეც, იმდენჯერ შემცბარან მისი თანდასწრებით საქმეში, იმდენჯერ მიუღიათ დამსახურებული "ალიყური", რომ ზედმეტის თქმა კი არა გაფიქრებაც კი გაუჭირდებათ იქ სადაც მამუკა იქნება...
 
ცოცხალი მემატიანეა ყველა იმ მოვლენის რაც საქართველოში მომხდარა 1978 წლიდან, უშუალო მონაწილე და ორგანიზატორია ყველა იმ აქციის რომელიც საეტაპო გახდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უახლოეს ისტორიაში.
 
უწმინდესის პირველი სტიქაროსანია და ნაკლებად მეგულება ადამიანი საქართველოში, რომელიც მასზე კარგად ერკვეოდეს ეკლესიის საკითხებში. და როგორც მე ვფიქრობ, ეკლესიისთვის ის ერთ-ერთი ყველაზე სანდო პარტნიორია საჯარო სივრცეში.
 
მოკლედ, მე ვთვლი რომ ქართულ პოლიტიკას ნამდვილად ჭირდება მამუკა გიორგაძე პარლამენტში.
 
მოეწონება ეს პოსტი თვითონ არ მოეწონება ეგ მე არ ვიცი, მაგრამ ვისაც მოგეწონებათ - სახალხო პარტია N32.
 
ვისაც არ მოგეწონებათ არც ეგაა პრობლემა, ზრდილობის და გონივრული აზრის გამოთქმის ფარგლებში."- წერს გოგი ლორთქიფანიძე
 
 
მსოფლიო
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის