ყველგან აგენტებს ვეძებთ და ყველა ყველას აგენტს უძახის და იქნებ სხვა ქვეყნის გამოცდილება მაინც გამოგვადგეს და გავერკვეთ ბოლო-ბოლო ვინ-ვინ არის.
ლუსტრაცია საპასუხისმგებლო სახელმწიფო თანამდებობის პირებისა და კანდიდატთა შემოწმების განსაკუთრებული პროცედურაა, რომლის მიზანია გამოარკვიოს წარსულში ამ პირების დამნაშავედ აღიარებული რეჟიმის ხელმძღვანელობისადმი ან სახელმწიფო უშიშროების სამსახურისადმი კუთვნილება ან გამოამჟღავნოს ფაქტები ამ სამსახურებთან მათი თანამშრომლობის შესახებ. ლუსტრაცია ხორციელდება სპეციალური კანონების საფუძველზე.
1. ლატვიაში 1994 წელს მიღებული საარჩევნო კანონი პარლამენტის დეპუტატობის ყველა კანდიდატისგან მოითხოვდა წარედგინა წერილობითი განცხადება, რომელშიც მითითებული იქნებოდა მისი კავშირები (არსებობის შემთხვევაში) საბჭოთა ან სხვა საიდულმო ორგანიზაციებთან. კანონი აგრეთვე ეწინააღმდეგება პარლამენტის და მუნიციპალურ არჩევნებში ამ პირთა დარეგისტრირებას.
2. ბულგარეთში კანონი ლუსტრაციის შესახებ, „პანევის კანონი“ კომუნისტური ეპოქის დასრულებისთანავე, 1992 წელს მიიღეს. კანონი ავალდებულებდა სახელმწიფო დაწესებულების ყველა მოხელეს წარედგინა კომუნისტური რეჟიმის პერიოდში სამსახურებისა და პოზიციების ჩამონათვალი. შედეგად, 1994 წლისათვის 9000 საჯარო მოსამსახურე, სპეცსამსახურების 14000 თანამშრომელი და დიპლომატიური სამსახურის მესამედი სამსახურიდან გათავისუფლდა.
3. ლიტვაში 1998 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი სსრკ-ს ყოფილ სპეც-სამსახურებთან საიდუმლო თანამშრომლობაში მყოფი პირების რეგისტრაციის, აღიარების, შეტყობინებისა და დაცვის შესახებ. კანონის მიხედვით, სსრკ-ს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (KGB) ყოფილ თანამშრომლებს და სხვა საბჭოთა საიდუმლო სპეც-სამსახურების თანამშრომლებს უნდა შეეტყობინებინათ თავიანთი სტატუსის შესახებ სპეციალური კომისიისთვის. 1500-მდე ადამიანმა მიმართა კომისიას და მათი ვინაობა საიდუმლოდ დარჩა. კანონი ყოფილ სსრკ-ს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (KGB) თანამშრომლებს უკრძალავდა იურიდიულ საქმიანობასა და ბანკში მუშაობას. ამასთანავე, უზღუდავდა კერძო სექტორში დასაქმებასაც.
4. ალბანეთის პარლამენტმა 2008 წელს მეორე კანონი მიიღო ლუსტრაციის შესახებ (Act. No. 10034, of 22 December, 2008), რომელიც ძალაში 2014 წლამდე დარჩა. კანონის მიხედვით, მოხდა ხელისუფლების აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო შტოებში დასაქმებულ პირების ლუსტრაცია.
ჩვენი კონსტიტუციის თანახმად საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვთ: მთავრობას, პარლამენტის წევრს, საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის კომიტეტს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს, არანაკლებ 25000 ამომრჩეველს.
გოგი ლორთქიფანიძე
სახალხო თვითმმართველობა
წყარო:სახალხო თვითმმართველობა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.
„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.
„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.