USD 2.6327
EUR 3.0100
RUB 3.3603
თბილისი
გოგი ლორთქიფანიძე - ჩვენთან თვითმმართველობა დირექტორების და მორჩილ-გამპრავებელი, აგრესიული უმრავლესობის ბატონყმურ ურთიერთობამდეა დაყვანილი
თარიღი:  795
საზოგადოებრივი ორგანიზაცია "სახალხო თვითმმართველობის" თავჯდომარე გოგი ლორთქიფანიძე, თავის ფეისბუკ გვერდზე,  ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და აცხადებს, რომ მხოლოდ სისტემური პრობლემების აღმოფხვრას, შეუძლია მომავალში აგვარიდოს მსგავსი ტრაგედიები.
 
"სისტემურ პრობლემებს სანამ არ ვაღიარებთ და მათი გადაჭრისთვის არ ვიბრძოლებთ, მანამდე არაფერი გვეშველება.
კიდევ მოხდება უბედური შემთხვევა, ისევ ავღშფოთდებით და ისევ ვიღაცის მსხვერპლად შეწირვას მოვითხოვთ.
ვერაფრით ვერ ვხვდები, რას ნიშნავს ტერმინი - უმკაცრესად დაისჯებიან.
დახვრიტავენ, 5 წლის მაგივრად 15 წელს მიცემენ თუ რა?
უბედურება რომ არ მომხდარიყო, მსუბუქად დაისჯებოდა ვინმე?
მომხდარზე 4-დან 7 წლამდეა კოდექსით გათვალისწინებული და "უმკაცრესად დასჯა" მხოლოდ საზოგადოებაზე ზემოქმედებისთვის მოგონილი ტერმინია.
რეალური თვითმმართველობა, უკუკავშირი მმართველობასა და ამომრჩევლებს შორის, საჯაროობა, ანგარიშგება, ელექტრონული პლებისციტი და სხვა კიდევ ბევრი ინსტრუმენტი არსებობს, რომელთა მეშვეობითაც სისტემური პრობლემები უნდა გადაწყდეს.
დღეს ეს ყველა ინსტრუმენტი, რომლებიც თვითმმართველობას არსს წარმოადგენს, ნიველირებულია ხელისუფლების და თვითონ მოქალაქეების მხრიდანაც.
ამიტომ გვჭირს რაც გვჭირს და ამიტომ ვართ იქ სადაც ვართ.
უბედური შემთხვევა ყველგან ხდება, მათ შორის ნორმალურ ქვეყნებშიც, სადაც ნორმალური თვითმმართველობა არსებობს. დამნაშავე ყველგან ისჯება, ოღონდ იქ სისტემა არის მდგრადი, განსხვავებით ჩვენგან. და საზოგადოებაც ადეკვატურად რეაგირებს მომხდარზე.
განსხვავება იმათ და ჩვენს შორის კი ის არის, რომ იქ თვითმმართველობა/მმართველობა ემსახურება ამომრჩეველს და ანგარიშვალდებულია თავისი ამომრჩევლის წინაშე.
ჩვენთან კი ეს ყველაფერი, დირექტორების და მორჩილ-გამპრავებელი, აგრესიული უმრავლესობის ბატონყმურ ურთიერთობამდეა დაყვანილი."
 
მსოფლიო
ამერიკის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ირანზე იერიშები განაახლეს

ამერიკის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ირანზე იერიშები განახლდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საჰაერო დარტყმები, რომლებიც უკვე მეხუთე ღამეა ხორციელდება, ირანის სამხედრო შესაძლებლობების დაქვეითებას ისახავს მიზნად.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ ობიექტზე მიიტანეს იერიში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის