USD 2.6673
EUR 3.1071
RUB 3.7161
Tbilisi
გოგი ლორფთქიფანიძე - ვკითხოთ თუ არა თბილისელებს რა და რატომ ხდება მათ ქალაქში?
Date:  1169
ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავმეორდები.
 
ძალიან მაგარი პროექტი აქვს ქ. მოსკოვის მთავრობას, რომელიც უზრუნველყოფს უკუკავშირს მოსკოვის მთავრობას, მოსკოვის დუმას და მოსკოვის მოქალაქებს შორის.
 
ეს უკუკავშირი, თავის მხრივ უზრუნველყოფს, მოქალაქების ყოველდღიურ ჩართულობას საქალაქო მმართველობასა და თვითმმართველობაში.
პროექტს ქვია - "აქტიური მოქალაქე" და მასში ჩართულია 5 მილიონი მოსკოველი მოქალაქე... 5 მილიონი !!!
 
ეს არის მობილურის აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეები ხმას აძლევენ ამა თუ იმ საქალაქო პროექტის განხორციელება არ განხორციელებას, ამა თუ იმ ობიექტისთვის სახელის შეცვლას, ვისი ძეგლი დაიდგას და ვისი არა მოსკოვში და ა.შ.
 
პროექტი 6 წლისაა და მის ფარგლებში 4 897 გამოკითხვა ჩატარდა, რომელთა შედეგების მიხედვით 3 400 გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
6 წლის განმავლობაში პროექტმა მიიღო და გაანალიზა მოქალაქეთა მიერ გამოთქმული156 218 267 პოზიცია.
 
ამ პროექტში ჩართული ყველაზე აქტიურ მოქალაქეები, მათ მიერ დაგროვილი ქულების მიხედვით ღებულობენ, მთელ რიგ ბონუსებს და საჩუქრებს - ტრანსპორტში უფასო მგზვრობა, კომუნალურ გადასახადზე შეღავათი, ყოველკვირეული საჩუქრების გათამაშება და ა.შ.
ეს ხდება არადემოკრატიული რუსეთის არადემოკრატიულ დედაქალაქში.
 
ჩვენთან რა ხდება, ამაზე ლაპარაკიც კი არ მინდა...
 
წელს ოქტომბერში თვითმმართველობის არჩევნებია და ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად, სწორედ მსგავსი პროექტის თბილისში დანერგვა, იქნება ჩემი წინადადება და შეთავაზება თბილისის მოქალაქეებისადმი.
 
მაინტერესებს დაუჭერენ თუ არა ასეთი პროექტის განხორციელებას მხარს თბილისის მოქალაქეები?
 
society
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღსანიშნავად ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღსანიშნავად ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს
 ამა წლის 29 მაისს, საკოლექციო მონეტის გამოშვებასთან დაკავშირებით, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში მიიღო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, რომელმაც მის უწმინდესობას მონეტის კონცეფცია და შინაარსი გააცნო. მონეტის დიზაინზე ეროვნული ბანკი საპატრიარქოსთან ერთად იმუშავებს.
 გადაწყვეტილება საკოლექციო ოქროსა და ვერცხლის მონეტების გამოშვების თაობაზე ეროვნულმა ბანკმა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით შექმნილი მთავრობისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური კომისიის წინადადების გათვალისწინებით მიიღო. კომისიის თანათავმჯდომარეები არიან კათოლიკოს-პატრიარქი შიო III და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way