USD 2.6908
EUR 3.2088
RUB 3.5562
თბილისი
გოგა ზაქაიძეს ვაკის პარკში სასტუმროს განახლებული მშენებლობა მერიამ ისევ შეუჩერა
თარიღი:  618

დღეს დილით ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ინვესტორმა კომპანია "ტიფლის დეველოპმენტმა" სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა გოგა ზაქაიძემ „TV პირველს“ განუცხადა, 6 წლიანი დავის შემდეგ მან ყველა სასამართლო პროცესი მოიგო და, შესაბამისად, მშენებლობისთვის სასამართლოს ნებართვა აქვთ.

„ჩვენ გვაქვს იმის შეგრძნება, რომ რასაც ვაკეთებთ, სწორია. მოგებული გვაქვს ყველა ინსტანცია და სასამართლომ მოგვცა მშენებლობის ნებართვა. დღეს დავიწყეთ სასტუმროს მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაო. შეიძლება, მერიამ დაგვახარვეზოს მხოლოდ ერთი მომენტის გამო, რომ ღობე გვაქვს აღსადგენი. აღვადგენთ ღობეს და ამის შემდეგ დავიწყებთ სასტუმროს სამშენებლო სამუშაოებს“, - განაცხადა ზაქაიძემ.

აღსანიშნავია, რომ სამუშაოების წარმოების პროცესში ადგილზე მივიდნენ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებმაც გოგა ზაქაიძეს განუმარტეს, რომ სამუშაოების წარმოების უფლება არ აქვთ.

„2015 წლის დადგენილებით, სამშენებლო სამუშაოების წარმოების უფლება შეწყვეტილი გაქვთ. მოგიწოდებთ, შეაჩეროთ სამუშაოები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოგიწერთ 50 ათას ლარიან ჯარიმას, ხოლო თუ დამატებითი ინფორმაცია გჭირდებათ, შეგიძლიათ, მოითხოვოთ მერიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა და ისაუბროთ დამატებით საკითხებზე“, - მიმართეს ინვესტორს მერიის წარმომადგენლებმა და კომპანიას მისცეს გონივრული ვადა, რომ ტექნიკამ სამუშაოები შეაჩერონ.

თავის მხრივ, გოგა ზაქაიძემ მერიის წარმომადგენლებს მიმართა და დედაქალაქის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის მზაობა გამოთქვა, თუმცა მშენებლობის შეჩერებას არ აპირებდა, თუმცა მშენებლობა თბილისის მუნციპალური ინსპექციის წარმომადგენლებმა მაინც გააჩერეს.

როგორც გიორგი ზაქაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, თბილისის მერიას გადაწყვეტილების მისაღებად და მოსალაპარაკებლად ერთ დღეს აძლევს.

ამ ეტაპზე აღნიშნული ლოკაციიდან მძიმე ტექნიკა გაყვანილია.

 

მსოფლიო
ტრამპი: ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება

ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აიოვას შტატში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ივნისში, ირანის ბირთვული პოტენციალი გავანადგურეთ. ამას ხალხი 22 წელი ელოდა. მათ ბირთვულ იარაღამდე დაახლოებით ერთი თვე აშორებდათ. ეს უნდა გაგვეკეთებინა“, - განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ირანი აშშ-სთან შეთანხმებას გააფორმებს.

„ახლა ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება. დიდი იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას გააფორმებენ. შეთანხმება პირველივე ჯერზე უნდა გაეფორმებინათ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ დამრტყმელი ჯგუფი ახლო აღმოსავლეთში ორშაბათს ჩავიდა. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ დამრტყმელი ჯგუფი სამხედრო მზადყოფნის შემოწმების მიზნით წვრთნებს ჩაატარებს.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანმა აშშ-სთან ახალი ბირთვული შეთანხმება უნდა დადოს, რომლის ფარგლებშიც თეირანი ურანის გამდიდრებას ვეღარ შეძლებს. 2025 წლის გაზაფხულზე აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის წერილი გაუგზავნა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. წერილის თანახმად, დონალდ ტრამპმა ირანს ორი თვე მისცა, რათა ბირთვული პროგრამა შეეჩერებინა. 2025 წლის აპრილში, ომანში აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო, რომელიც ივნისამდე გაგრძელდა. ირანმა ბირთვული პროგრამის შეჩერების შესახებ აშშ-ის მოთხოვნას მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ აშშ-ს ახალ წინადადებას წარუდგენდა. გასული წლის 13 ივნისს ისრაელმა ირანში რამდენიმე სამხედრო ობიექტს დაარტყა, ხოლო ისრაელის იერიშების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, აშშ-მა ირანში ბირთვული ობიექტები დაბომბა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის