ცნობილი ქართველი მსახიობი გოგა პიპინაშვილის წუხილი - თბილისზე, ქვეყანაზე და ახალგაზრდობაზე:
"თბილისელობა, რომელიც ჩემთვის ცალკე ცნება იყო. მთელი ცხოვრება ვამაყობდი, თუმცა სულაც აღარ მინდა ამ თბილისის თბილისელობა. როცა ჩემი თბილისი არსებობდა, მაშინ ქალის თანდასწრებით უხეშ სიტყვასაც კი ვერ იტყოდა მამაკაცი, დღეს კი ეს ტელე თუ კინოეკრანებიდან იღვრება. მითხარით, რა არის ეს? თავისუფლების ხარისხი? აი, აქედან იწყება ჩემთვის ყველაფერი და იქ მთავრდება, როდესაც არანაირი ცენზი აღარ არსებობს."
"იმით მეამაყებოდა ჩვენი ქვეყანა და ერი, რომ შეგვეძლო ერთმანეთის ტკივილის და სიხარულის გაზიარება, დღეს ეს ძალიან ნაკლებია და ეს ძალიან მაბრაზებს."
"16-17 წლის ასაკის მოზარდებმა არ იციან რამაზ ჩხიკვაძე, არ იციან სოფიკო ჭიაურელი - მათთვის ამ პროფესიაში არანაირი ავტორიტეტი არ არსებობს. ყველა სფეროში არის საგანგაშო მდგომარეობა. მითხარით ჩვენს ტელე სივრცეში ერთი შემეცნებითი გადაცემა, არ არსებობს ასეთი და რა ისწავლოს ბავშვმა თუ არა ინტერნეტი და აბსოლუტურად რუხი ფერის სასპექტაკლო განრიგი, რაც არსებობს დღეს ქართულ თეატრში, პირადად ჩემი თავის ჩათვლით."