USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
გოგა პიპინაშვილი - მთელი ცხოვრება ვამაყობდი, თუმცა სულაც აღარ მინდა ამ თბილისის თბილისელობა
Date:  4224

ცნობილი ქართველი მსახიობი გოგა პიპინაშვილის წუხილი - თბილისზე, ქვეყანაზე და ახალგაზრდობაზე:

"თბილისელობა, რომელიც ჩემთვის ცალკე ცნება იყო. მთელი ცხოვრება ვამაყობდი, თუმცა სულაც აღარ მინდა ამ თბილისის თბილისელობა. როცა ჩემი თბილისი არსებობდა, მაშინ ქალის თანდასწრებით უხეშ სიტყვასაც კი ვერ იტყოდა მამაკაცი, დღეს კი ეს ტელე თუ კინოეკრანებიდან იღვრება. მითხარით, რა არის ეს? თავისუფლების ხარისხი? აი, აქედან იწყება ჩემთვის ყველაფერი და იქ მთავრდება, როდესაც არანაირი ცენზი აღარ არსებობს."

"იმით მე­ა­მა­ყე­ბო­და ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და ერი, რომ შეგ­ვეძ­ლო ერ­თმა­ნე­თის ტკი­ვი­ლის და სი­ხა­რუ­ლის გა­ზი­ა­რე­ბა, დღეს ეს ძა­ლი­ან ნაკ­ლე­ბია და ეს ძა­ლი­ან მაბ­რა­ზებს."

"16-17 წლის ასაკის მოზარდებმა არ იციან რამაზ ჩხიკვაძე, არ იციან სოფიკო ჭიაურელი - მათთვის ამ პროფესიაში არანაირი ავტორიტეტი არ არსებობს. ყველა სფეროში არის საგანგაშო მდგომარეობა. მითხარით ჩვენს ტელე სივრცეში ერთი შემეცნებითი გადაცემა, არ არსებობს ასეთი და რა ისწავლოს ბავშვმა თუ არა ინტერნეტი და აბსოლუტურად რუხი ფერის სასპექტაკლო განრიგი, რაც არსებობს დღეს ქართულ თეატრში, პირადად ჩემი თავის ჩათვლით."

 

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way