USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
თბილისი
გოგა ჩანადირი - 1929 წელს ქართულმა ეკლესიამ შობის დღესასწაული იულიუსის კალენდრით 7 იანვარს აღნიშნა
თარიღი:  1357

1929 წელს ქართულმა ეკლესიამ შობის დღესასწაული იულიუსის კალენდრით 7 იანვარს აღნიშნა.

მას შემდეგ, ანუ 95-ე წელია, ასეა.

რამდენიმე თვით ადრე, 1928 წლის 28 სექტემბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა განჩინებით ამცნო მრევლს, რომ დროებით შეაჩერა ახალი სტილის, ანუ გრიგორიანული კალენდრის გამოყენება საზოგადოების ინფორმირებულობდე და კვლავ ძველ სტილზე გადავიდოდა.
ქართული ეკლესია იულიუსის კალენდარს 1928 წლის პირველ ოქტომბერს დაუბრუნდა და მაგალითად, იმავე წელს გიორგობა 23 ნოემბერს აღნიშნა, შემდეგ კი შობის მარხვა დაიწყო.
�წმინდა სინოდის განჩინებით ახალი სტილის კალენდრის არსზე მრევლის ინფორმირებულობა მღვდელმთავრებს დაევალათ.
ეს საქმე შორს არ წასულა, რადგან საქმეში ჩახედულთა გადმოცემით, პროცესი სტალინმა შეაჩერა, რათა ეკლესია სახელმწიფოს ერთ-ერთ პოლიტიკურ იარაღად ექცია და მრევლი კიდევ უფრო დაშორებულიყო დასავლეთის წიაღს.
საქართველო გრიგორიანულ კალენდარზე, 1918 წელს გადავიდა. 18 აპრილი 1-ლი მაისი გახდა.
თავად გრიგორიანული კალენდარი კი რომის პაპ გრიგორი მე-13-ის რეფორმის შედეგად 1582 წელს დამკვიდრდა.
საქართველოს ეკლესიამ ახალი სტილი მაშინვე არ მიიღო და იულიუსის კალენდარზე დარჩა. მას შემდეგ, რაც კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქო 1923-24 წლებში ახალ სტილზე გადავიდა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წმინდა ამბროსი ხელაიას თაოსნობით ქართულმა ეკლესიამაც ახალი კალენდარი შემოიღო, რომელიც 1923-25 წლებში მოქმედებდა.
1926 წელს ეკლესია ისევ ძველ კალენდარს დაუბრუნდა. მომდევნო პატრიარქის ქრისტეფორე მესამის თაოსნობითა და მეოთხე საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით, 1927 წლის ნოემბრიდან კვლავ გროგორიანული კალენდარი შემოვიდა. თუმცა, ამან მრევლი არია, დააბნია, უკმაყოფილებაც წარმოშვა და 1928 წელს დროებით ამოქმედდა იულიუსის კალენდარი.
სწორედ ამიტომ აღინიშნა 1929 წელს შობა 7 იანვარს.
საინტერესოა, რომ 76 წელში, 2100 წლის პირველ მარტს კალენდარს ერთი დღე ემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული ეკლესია თუ იულიუსის კალენდრით იხელმძღვანელებს, შობას უკვე 2101 წლის 8 იანვარს აღნიშნავს.
იულიუსის კალენდარი ძველი წელთაღრიცხვის 45 წლის პირველი იანვარიდან მოქმედებს. ის რომის იმპერატორმა იულიუს კეისარმა ალექსანდრიელი ასტრონომის სოზიგენეს მეცნიერული დასაბუთების შემდეგ შემოიღო. ამ კალენდრით გაჩნდა ნაკიანი წელი, ანუ 29 თებერვალი ყოველ 4 წელიწადში. ყოველ 128 წელიწადში კი დროის ნაშთით კალენდარს 1 დღე ემატებოდა, რამაც განაპირობა კალენდრის რეფორმა მე-16 საუკუნეში.
25 დეკემბერი არ არის მხოლოდ კათოლიკური შობა. ამ დღეს აღნიშნავს 11 მართლმადიდებლური ეკლესია. 7 იანვარს კი საქართველოს გარდა, შობას რუსეთის, სერბეთისა და იერუსალემის ეკლესიები და ათონის მთა ზეიმობენ.
რაც დრო გადის, საქართველოში სულ უფრო ხშირად ისმის შობა 25 დეკემბერს აღინიშნოს.
ვფიქრობ, ამ საკითხზე საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა აუცილებლოდ უნდა იმსჯელოს, მრევლის აზრი და ინფორმირებულობის საკითხი შეისწავლოს და საზოგადოებას საბოლოო პასუხი ამცნოს. მით უფრო, რომ თითქმის ასი წლისწინანდელი განჩინება გაუქმებული არ არის. ამით ეკლესია მორწმუნეთა დაყოფას, გაორებასა და შიგნით ბზარების გაჩენას აირიდებს. სულ უფრო მეტი ადამიანი ემხრობა შობის 25 დეკემბერს აღნიშვნას.
ერთიცაა, რომ იულიუსის კალენდარი მხოლოდ საეკლესიო საკითხი არ არის. მას პოლიტიკური საფუძველიც აქვს, რომელსაც საბჭოთა კავშირთან და რუსეთის ეკლესიასთან მივყავართ, იმ ეკლესიასთან, რომელმაც 1812 წელს საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა გააუქმა, ქვეყნიდან საეკლესიო საგანძური გაიტანა, ფრესკები გადაათეთრა, ქართული კანკელები რუსულით შეცვალა და სულ ბოლოს, ამ წლებში ოფიციალურად არც კი აღიარა ქართული ეკლესიის უფლება რუსეთის მიერ წართმეულ ტერიტორიებზე.

ამასთანავე, საერთო თარიღი ხელს უწყობს რუსეთთან მიჯაჭვასა და მისი გავლენის შენარჩუნებას, მის საეკლესიო წიაღთან ყოფნას, რომელიც იმ პოლიტიკასთან შეუსაბამოა, რაც რუსეთს ჩვენთან აკავშირებს.

მიყევით ბმულს - გოგა ჩანადირი

საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის