USD 2.7296
EUR 3.1401
RUB 3.4174
Тбилиси
გოჩა ჭელიძე - ეს ყველა ქართველმა უნდა იცოდეს!!!
дата:  777
1801 წლის 20 იანვარს რუსეთის იმპერატორი პავლე რომანოვი ავალებს ასტრახანის გენერალ-გუბერნატორს, შემდგომში საქართველოს გუბერნატორს კარლ ფიოდორიჩ კნორინგს: მე მსურს, რომ საქართველო იყოს გუბერნია, და ამნაირად ის დაუკავშირეთ სენატს, ხოლო სასულიერო მხრით ის დაუკავშირეთ სინოდს! მათი პრივილეგიების ხელშეუხებლად! გუბერნატორად დეე იყოს ვინმე სამეფო სისხლის, მხოლოდ თქვენი მორჩილების ქვეშ!
ამ წერილიდან ძალიან მალე იმპერატორი პავლე გარდაიცვალა.
მისი სამართალმემკვიდრე იმპერატორი ალექსანდრე ბევრად ფრთხილია და საქართველოს რუსეთთან შეერთების საკითხს ფორმალურად გადასცემს სენატს:
1801 წლის 11 აპრილს რუსეთის იმპერიის სენატის ორგანოში საქართველოს ანექსიის შესახებ გადაწყდა:
1) საქართველოში მყოფი ყველა ჯარების დატოვება;
2) რუსეთიდან გაგზავნილი გუბერნატორის მიერ საქართველოში დროებითი რუსული მმართველობის დაარსება.
სენატში იმპერატორის წარმომადგენელმა რუსეთის იმპერიის მთავარმა პროკურორმა ბეკლეშევმა სენატს გააცნო იმპერატორის აზრი: აღნიშნული სამეფოს რუსეთის ქვეშევრდომად გახდომა იქნება მითვისება უცხო მიწისა, რაც უსამართლობა იქნებაო.
იმპერატორმა ხელახლა გადასცა სენატს განსახილველად საქართველოს საკითხი: სენატმა უმოკლეს დროში იმსჯელა და წინასწარ დაგეგმილი გადაწყვეტილება მიიღო - საქართველოს საქმეების და ადგილობრივი პირობების გამოსარკვევად გენერალი კნორინგი გააგზავნა. კნორინგმა მთელი ეს საქმე სამ კვირაში მოათავა და გადაწყვიტა საქართველოს ანექსია თვით მეფის ოჯახზე: გადასახლებულ იქმნან რუსეთში, რომელთათვისაც მათი ოჯახური მდგომარეობის მიხედვით, ადვილი იქნება პენსიების დანიშვნა.
იმავდროულად ალექსანდრე 1801 წლის 12 სექტემბერს კნორინგს სწერს: ქვეყნის დაწყნარებისა და მავნე აზრთა გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სასურველია ორივე დედოფალი და ყველა ბატონიშვილი დაითანხმოთ რუსეთში გასტუმრებაზე.
როდესაც რუსეთის სრულიად საიდუმლო ვითარებაში მიღებული ეს გადაწყვეტილება ცნობილი გახდა, ყველაზე რუსეთუმე ქართველი, გეორგიევსკის ტრაქტატზე ხელმომწერი გარსევან ჭავჭავაძე წერილს წერს თბილისში: სამეფო მოგვისპეს და მფარველობაშიც არ აგვიყვანეს. არც ერთი ქვეყანა არაა ისე დამცირებული, როგორც საქართველო.
ასე გაუქმდა ათას წლოვანი ბაგრატიონთა დინასტია და გუბერნიად ქცეული ქართველთა ბედი რუსულ ადმინისტრაციასა და ქართველი ერისათვის სრულიად უცხო რუსული კანონების ქვეშ მოექცა.
ამის მერე საქართველოს მწარე ბედის გარდა სხვა ბედი არ ღირსებია!
Тбилиси
მთაწმინდის რაიონში სპორტული მოედნების მშენებლობა და დაზიანებულის აღდგენა მიმდინარეობს
მთაწმინდის რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, სპორტული მოედნების მშენებლობა და დაზიანებულის აღდგენა აქტიურად მიმდინარეობს.
ამ დროისთვის, აღდგენითი სამუშაოები ხორციელდება შემდეგ მისამართებზე:
• ათონელის ქ. N5;
• ლადო-ალექსი მესხიშვილის ქ. N5;
• ფ. ლაპიაშვილის I ჩიხი N1;
• გ. რჩეულიშვილის ქ. IV კორპუსის მიმდებარედ;
• რ. ჯაფარიძის ქ. N4
რეაბილიტაციის პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
სამუშაოების ფარგლებში, შეიცვლება ლითონის მავთულბადეები და ხელოვნური ბალახის საფარი, გამოიცვლება მაყურებელთა ტრიბუნაც.
სპორტული მოედნების აღდგენითი სამუშაოები 7 მისამართზე უკვე დასრულდა.
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გამგეობის დაკვეთით კონტრაქტორი კომპანია ასრულებს.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати