USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
გმირთა მოედანზე მოვედით, რათა დავდოთ ფიცი, რომ ამ კანონს ვერ მიიღებენ - საპროტესტო აქციის მონაწილე ახალგაზრდები
თარიღი:  630

გმირთა მოედანზე მოვედით, რათა დავდოთ ფიცი, რომ ამ კანონს ვერ მიიღებენ, - ამის შესახებ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომლებმაც გმირთა მოედანზე იუსტიციის სახლიდან გადაინაცვლეს.

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ქართველი პატრიოტები შევიკრიბეთ აქ, გმირთა მოედანზე, რათა პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და დავდოთ ფიცი მათი სულების წინაშე. ვფიცავ, რომ არასდროს დავთმობთ მათი სიცოცხლის ფასად მოპოვებულ თავისუფლებას! ვფიცავ, რომ არასდროს შევურიგდები ძალას, რომელიც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის მტრისთვის, რუსეთისთვის დათმობას ცდილობს. ვიდგებით ერთმანეთის მხარდამხარ და დავიცავთ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს ენას, ჩვენს მამულს და ერთობას!

ვფიცავ, ვფიცავ, ვფიცავ! გაუმარჯოს დამოუკიდებელ და ერთიან საქართველოს!“ - წაიკითხეს სტუდენტებმა გმირთა მოედანზე აღნიშნული ფიცი.

ფიცის დადების შემდეგ ახალგაზრდებმა საქართველოს ეროვნული ჰიმნი შეასრულეს.

იუსტიციის სახლიდან გმირთა მოედნამდე სტუდენტები მსვლელობით მივიდნენ. მსვლელობისას აქციის მონაწილეებს ავტომობილების მძღოლები მხარდაჭერას სიგნალებით უცხადებდნენ.აქციის მონაწილეები აპროტესტებენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს და სკანდირებენ: „არა რუსულ რეჟიმს“, „ევროკავშირს გაუმარჯოს“, „საქართველოს გაუმარჯოს“. მათი თქმით, ვიდრე მმართველი პარტია აღნიშნულ კანონპროექტს უკან არ გაიწვევს, პროტესტს არ შეწყვეტენ.

გმირთა მოედნიდან ახალგაზრდები კვლავ პარლამენტთან გადაინაცვლებენ.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის