USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
Tbilisi
გმირთა მოედანზე გზის სავალი ნაწილი და საგზაო ინფრასტრუქტურა მოირეცხა
Date:  635

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით აგრძელებს გზების მორეცხვის სამუშაოებს. გზის სავალი ნაწილი და საგზაო ინფრასტრუქტურა ამჯერად გმირთა მოედანზე მოირეცხა.

ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა.

„თბილისის მერიისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის, რომ დედაქალაქი იყოს უფრო მეტად დასუფთავებული და მოწესრიგებული. სწორედ ამას ემსახურება დღევანდელი ღონისძიებაც. მინდა მოსახლეობას ინფორმაციისთვის ვუთხრა, რომ ეს არ არის ერთჯერადი ღონისძიება, ამას ექნება სისტემატური ხასიათი და მთელი ზაფხულის განმავლობაში სხვადასხვა უბანში განხორციელდება მსგავსი სამუშაოები“, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

გმირთა მოედანზე მორეცხვის სამუშაოებისთვის მობილიზებული იყო 24 ერთეული სპეცმანქანა და 40-ზე მეტი თანამშრომელი.

World
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way