გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.
ამჯერად, ეზოს მოწესრიგების სამუშაოები ა მიკრორიაონის N67 კორპუსთან მიმდინარეობს. სადაც, 1 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი იცვლება. აღნიშნულისთვის, გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 41 070 ლარი დაიხარჯება.
გზის საფარის მოწესრიგებამდე აღნიშნულ კორპუსში გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების“ პროგრამით წყალარინების შიდა და გარე ქსელი შეიცვალა, რისთვისაც 47 815 ლარი დაიხარჯა.
მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.