USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
გლდანში, მუხიანის IV ბ მიკრორაიონის N23 კორპუსთან სკვერის რეაბილიტაციას იწყება
дата:  582
გლდანის რაიონის გამგეობა მუხიანის IV ბ მიკრორაიონის N23 კორპუსთან სკვერის რეაბილიტაციას იწყებს.
 
სამუშაოები 1003 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ჩატარდება. პროექტის თანახმად, სრულად განახლდება არსებული სკვერი და კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორიაც. გაკეთდება მოსასვენებელი პავილიონი, ბავშვთა გასართობი ზონა, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, კერძოდ დაიგება ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
 
სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 262 909 ლარი დაიხარჯება.
 
პროექტის დაწყების შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ კალაძემ მიაწოდა.
общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати