USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
გლდანში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით გრუნტის დამჭერი კედლის აღდგენა დაიწყო
Date:  709
გლდანის რაიონის გამგეობამ ლიბანის N29 კორპუსთან დაზიანებული გრუნტის დამჭერი კედლის რეაბილიტაცია დაიწყო.
 
 აღნიშნულ მისამართზე გზის სავალი ნაწილის მონაკვეთი ჩამოიშალა და მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით საჭირო გახდა გრუნტის დამჭერი კედლის აღდგენა. სამუშაოების შედეგად რეაბილიტაცია 30 მეტრი სიგრძის კედელს უტარდება, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 200 479 ლარი არის გათვალისწინებული. მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
 
ამასთან, უახლოეს დღეებში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები წყაროთუბნის ქუჩაზეც დაიწყება.
society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way