USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
თბილისი
გლდანში კიდევ ერთი სკვერი მოეწყო
თარიღი:  480

გლდანის რაიონში, მესამე მიკრორაიონის N9 კორპუსთან სკვერის მოეწყო. ახალი რეკრეაციული სივრცე დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მის მოადგილესთან, კახა გულედანთან ერთად დაათვალიერა.

სკვერი დღესვე, 19:00 საათზე კონცერტით გაიხსნება.

„გლდანის მესამე მიკრორაიონში ვიმყოფებით, სადაც დავასრულეთ მე-9 კორპუსის წინ არსებული სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენ აქ რამდენიმე თვის წინ ვიმყოფებოდით და გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო. დღეს ტერიტორია სრულად განახილებული და მოწესრიგებულია. პროექტის ფარგლებში, დაირგო ხე-მცენარეები, მოეწყო სარწყავი სისტემა, განათება, გაჩნდა სივრცეები, სადაც პატარებს შეუძლიათ თამაში. მინდა ადგილობრივ მოსახლეობას მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის, რადგან აქ იყო უსახური ფარეხები, რომლებიც ავიღეთ. საბოლოო ჯამში, ძალიან კარგი სივრცე გამოვიდა, რეაბილიტირებულია საფეხბურთო და საკალათბურთო მოედანი. დღეს, 19:00 საათზე გაიმართება კონცერტი და ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია მობრძანდეს და ისიმოვნოს დღევანდელი საღამოთი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ გლდანის გამგებელი ბესიკ კალაძე და თბილისის საკრებულოს წევრები.

დაახლოებით 6 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, პავილიონი, ფიტნეს ზონა; დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები; ადგილზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები - დაიგო რულონური ბალახი და დაირგო ხე-მცენარეები. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფეხბურთისა და კალათბურთის სტადიონებს, ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 242 522 ლარი დაიხარჯა.

გასულ წელს, აღნიშნული სკვერის მიმდებარედ, მესამე მიკრორაიონის N85 კორპუსთან, ერთ ჰექტარზე მოეწყო მრავალფუნქციური სივრცე, წელს კი გლდანის რაიონის გამგეობამ დარჩენილი ნაწილი - 6000 კვადრატული მეტრი კეთილმოაწყო. ჯამში, 16 000 კვადრატზე მრავალფუნქციური, გამწვანებული სივრცე შეიქმნა.

თბილისი
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის