USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
გლდანში, გიორგიწმინდას დასახლებაში რამოდენიმე ქუჩის მოწესრიგებაა დაგეგმილი
Date:  588
გლდანის რაიონის გამგეობა გიორგიწმინდას დასახლებაში რამდენიმე ქუჩის მოწესრიგებას განახორციელებს.
 
9 აპრილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები უკვე დაიწო, რომლის ფარგლებშიც, 2 900 კვადრატული მეტრამდე ფართობზე გზის საფარი მოწესრიგდება, აღნიშნულისთვის 242 000 ლარი დაიხარჯება.
 
რუსთაველის ქუჩაზე კი უმოკლეს დროში დაიწყება სამუშაოები, ასევე, გზის საფარის მოწესრიგება დაგეგმილია თამარ მეფის, თბილისის და სოხუმის ქუჩებზე.
 
აღნიშნული ინფორმაცია დასახლების მაცხოვრებლებს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ კალაძემ მიაწოდა.
society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way