USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
გლდანში, დავით ჯაბიძის ქუჩაზე N31 კორპუსთან გრუნტის დამჭერი ახალი კედლის მშენებლობა დაიწყო
Date:  438
გლდანის რაიონის გამგეობამ დავით ჯაბიძის ქუჩაზე N31 კორპუსთან გრუნტის დამჭერი ახალი კედლის მშენებლობა დაიწყო.
აღნიშნულ მისამართზე, არსებული ძველი კედელი ჩამოინგრა,რის შემდეგაც, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საჭირო გახდა ახალი კედლის მოწყობა.
გათვალისწინებულია 24 მეტრი სიგრძის კედლის მშენებლობა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 58 801 ლარი დაიხარჯება.
სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way