USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
გლდანში დაპირისპირებისას ნიკა მელია და ბაჩო დოლიძე, სავარაუდოდ, დააკავეს
თარიღი:  686

გლდანში, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და სამართლდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია და პარტიის წევრი ბაჩო დოლიძე სამართალდამცავებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს და სავარაუდოდ, დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ, ბაჩო დოლიძე და ნიკა მელია დაკავებულები არიან, თუ ისინიუბრალოდ ტერიტორიიდან განარიდეს.

გლდანში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც თბილისის საკრებულოს წევრს "ნაციონალური მოძრაობიდან" ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ. თავად ირაკლი ეძგვერაძის განცხადებით, მას ფიზიკურად 30-ზე მეტი პირი გაუსწორდა. ეძგვერაძის თქმით, მასზე განხორციელებული თავდასხმის დამკვეთი საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი კოტე ზარნაძეა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები თავდახმას დღეს თბილისის საკრებულოში მომხდარს უკავშირებენ, რა დროსაც ეძგვერაძე და ზარნაძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თბილისის საკრებულოს წევრს, ირაკლი ეძგვერაძეს გლდანში, საკუთარ სახლში მიაკითხა 40-მდე შეიარაღებულმა ადამიანმა, რომლებიც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ის ყველა დამნაშავის უპირობოდ დაკავებას მოითხოვს.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, თუ დღეს დამნაშავეებს არ დააკავებენ, ხვალ პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ.

„ირაკლი ეძგვერაძეს საკრებულოს წევრს, პოლიტიკური გამოსვლა ჰქონდა საკრებულოში და კალაძის კრიმინალურმა ბანდამ, ფაქტობრივად სახლში მოაკითხა 40-მდე შეიარაღებულმა ადამიანმა. „კასტეტებით“ დაუპირისპირდნენ ირაკლის და მის მეგობრებს. მისი მშობელი დედა უყურებდა ფანჯრიდან, როგორ უსწორდებოდნენ „კასტეტებით“. ეს არის ოჯახში რომ შეუვარდები ადამიანი და ორგანიზებულად უსწორდები, თან იმიტომ,რომ პოლიტიკური მოწინააღმდეგეა, იმიტომ, რომ არ მოსწონს ივანიშვილი და მისი ხელისუფლება“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის