USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
Tbilisi
გლდანის რაიონშისკვერებში დაზიანებული ინვენტარის აღდგენის სამუშაოები ხორციელდება
Date:  454
გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
მოსასვენებელი სივრცეების მოწყობასა და სკამების განთავსებასთან ერთად, სკვერებში დაზიანებული ინვენტარის აღდგენის სამუშაოებიც ხორციელდება.
ახლდება და იღებება სკამები, იცვლება დაზიანებული საქანელები და ნაგვის ურნები, ასევე, საჭიროებისამებრ, საპარკე ინფრასტრუქტურა. ამ ეტაპზე მსგავსი ტიპის სამუშაოები, ჯამში, 43 მისამართზე განხორციელდა.
ასევე, მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, ფანჩატურების მოწყობა ექვს მისამართზე დასრულდა. სხვადასხვა ლოკაციაზე უკვე დამონტაჟდა 77 სკამი.
society
დღეს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თორმეტი მოციქულის ხსენების დღესთან (სვეტიცხოვლობასთან) დაკავშირებით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

ამასთან, საპატრიარქოში განმარტავენ, რომ მღვდელმთავართა ავტომობილები, ტაძრის ეზოს ნაცვლად, გალავნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ასევე, ქალაქი მცხეთა არ დაიკეტება და შესვლა თავისუფალი იქნება.

შეგახსენებთ, 13 ივლისს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და მართლმადიდებელი მრევლი „წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას", 12 მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლობას დღესასწაულობს.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way