USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
თბილისი
გლდანის რაიონშის შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა გრძელდება
თარიღი:  757
გლდანის რაიონის გამგეობა შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნას აგრძელებს. ამ მიზნით იმ სადარბაზოების ადაპტირება მიმდინარეობს, სადაც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირები ცხოვრობენ.
 
გამგეობამ სპეციალური ვერტიკალური გადასაადგილებელი პლატფორმა (ლიფტი) და ელექტროპანდუსი ოთხ მისამართზე დაამონტაჟა. მათ შორის, სამუშაოები მეხუთე მიკრორაიონის N2 კორპუსის I სადარბაზოში განხორციელდა.
 
ჯამში, ოთხივე პლატფორმისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 134 827 ლარი დაიხარჯა. დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის