USD 2.6978
EUR 3.1726
RUB 3.3979
Тбилиси
გლდანის რაიონში წყალსაწრეტი მილებისა და სახურავების რეაბილიტაცია 22 მისამართზე დასრულდა
дата:  346
გლდანის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტი ხორციელდება.
 
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ამ ეტაპზე, წყალსაწრეტი მილებისა და სახურავების რეაბილიტაცია 22 მისამართზე დასრულდა, 4 მისამართზე კი მიმდინარეობს. 22 მისამართზე დასრულებული სამუშაოებისთვის 610 063 ლარი დაიხარჯა.
 
მათ შორის სამუშაოები დ. სარაჯიშვილის N23, ლიბანის N17 , გლდანულის N8 კორპუსებში ახლახანს დასრულდა.
 
გლდანის III მიკრორაიონის N3 კორპუსში კი სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. რომლის ფარგლებშიც, სრულად რეაბილიტირდება სახურავი და ეწყობა წყალსაწრეტი მილები. სამუშაოებისთვის 73 500 ლარი დაიხარჯება.
 
სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლი ბესიკ კალაძე გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა.
Тбилиси
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

более
голосование
Кстати