USD 2.6979
EUR 3.1619
RUB 3.3504
Тбилиси
გლდანის რაიონში სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება
дата:  290
გლდანის რაიონის გამგეობა, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, გლდანის რაიონში სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციას განაგრძობს.
 
ამ ეტაპზე, გობრონიძის N25 ე კორპუსის მიმდებარედ, 375 კვ. მეტრამდე ფართობზე ფეხბურთის ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მოწყობის სამუშოები დაიწყო, რისთვისაც 170 000 ლარამდე დაიხარჯება.
 
მიმდინარე პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
 
ამასთან, სამუშაოები უმოკლეს დროში ილორის N12 კორპუსთანაც დაიწყება, სადაც არსებულ დაზიანებულ სპორტულ მოედანს დემონტაჟი ჩაუტარდება და სრულად ახალი მოეწყობა .
Тбилиси
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

более
голосование
Кстати