USD 2.6693
EUR 3.1079
RUB 3.7655
Tbilisi
გლდანის რაიონში სპორტული მოედნების განახლება მიმდინარეობს
Date:  45
გლდანის რაიონის გამგეობა, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციას აგრძელებს.
სპორტული მოედნის განახლება ამ ეტაპზე სამ მისამართზე მიმდინარეობს. მათ შორის, გლდანის III ა მიკრორაიონის N20 კორპუსთან. სამუშაოების შედეგად სრულად რეაბილიტირება სტადიონი, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 60 000 ლარი დაიხარჯება.
აღნიშნულ მისამართზე გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა.
გარდა ამისა, სამუშაოები მუხიანის IV ბ მირკოს N38-39-40 კორპუსებთან და III მიკროს N23-24 კორპუსებთან მიმდინარეობს.
society
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღსანიშნავად ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღსანიშნავად ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს
 ამა წლის 29 მაისს, საკოლექციო მონეტის გამოშვებასთან დაკავშირებით, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში მიიღო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, რომელმაც მის უწმინდესობას მონეტის კონცეფცია და შინაარსი გააცნო. მონეტის დიზაინზე ეროვნული ბანკი საპატრიარქოსთან ერთად იმუშავებს.
 გადაწყვეტილება საკოლექციო ოქროსა და ვერცხლის მონეტების გამოშვების თაობაზე ეროვნულმა ბანკმა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით შექმნილი მთავრობისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური კომისიის წინადადების გათვალისწინებით მიიღო. კომისიის თანათავმჯდომარეები არიან კათოლიკოს-პატრიარქი შიო III და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way