გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, იწყება სპორტული ჩემპიონატი „გლდანის თასი ქუჩის კალათბურთში - 2023 ‘‘ .
ტურნირი ფიბა-ს სტანდარტებით ჩატარდება და ცალ ფარზე თამაშს, 3X3 ითვალისწინებს.
შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გლდანის რაიონში მცხოვრებ, 16 წლის ზემოთ ახალგაზრდებს.
გუნდები ოთხი მოთამაშისგან დაკომპლექტდება. (გუნდში შესაძლებელია, ირიცხებოდეს მხოლოდ ერთი მოთამაშე, რომელიც არ არის გლდანის რაიონის მცხოვრები; გუნდში შეიძლება ირიცხებოდეს მხოლოდ ერთი სუპერ ლიგის მოთამაშე).
რეგისტრაცია ონლაინ აპლიკაციის მეშვეობით არის შესაძლებელი, ტურნირში მონაწილეობას მიიღებს აპლიკაციის მეშვეობით დარეგისტრირებული პირველი 16 გუნდი.
გამარჯვებულებს სავაჭრო ცენტრის სასაჩუქრე ბარათები გადაეცემათ:
I ადგილი - 250 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი;
II ადგილი - 200 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი;
III ადგილი - 150 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი;
ასევე, დამატებით გამოვლინდება გამარჯვებული სამ ნომინაციაში:
ტურნირის MVP - 200 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი
საუკეთესო ჩატენვა - 200 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი
საუკეთესო მსროლელი - 200 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 5 ივნისი
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:
ტურნირის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, გუნდის კაპიტნებს საორგანიზაციო ჯგუფი დაუკავშირდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 45 46 46