USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
გლდანის რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება
 253
გლდანის რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორისაა გრუნტის დამჭერი კედლისა და კიბეების მოწყობა.
 
 სამუშაოები ამჯერად მუხიანში, IV ა მიკრრაიონის N11 კორპუსთან ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, ეწყობა კედელი, რომელიც გრუნტის ჩამოშლის პრევენციას უზრუნველყოფს; ასევე, ეწყობა სადარბაზოსთან მისასვლელი კიბე. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 35 520 ლარი დაიხარჯება.
 
 მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე გაეცნო. ამასთან, კედლის და კიბის მოწყობა ახლახანს კიდევ ორ მისამართზე დასრულდა.
tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way