USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
Тбилиси
გლდანის რაიონში, შოთა მიქაუტაძის სახელობის ქუჩის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
дата:  916

გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, შოთა მიქატაძის ქუჩის კეთილმოწყობას განახორციელებს. აღნიშნულ მისამართზე ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები უკვე მოაწესრიგა, გამგეობამ კი გზის საფარის მოწესრიგება დაიწყო.

სამუშაოების შედეგად 4 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი შეიცვლება.

აღნიშნული პროექტისთვის, გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 425 000 ლარი დაიხარჯება.

სამუშაოების დაწყებას გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნო.

სამუშაოების პერიოდში, შოთა მიქატაძის ქუჩაზე ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად - თიანეთის გზატკეცილიდან ლესელიძის ქუჩის მიმართულებით. კერძოდ, შოთა მიქატაძის, ლევან კბილაშვილის ქუჩებისა და თიანეთის გზატკეცილის კვეთიდან შოთა მიქატაძის, მიხეილ ხერგიანისა და კონსტანტინე ლესელის ქუჩების კვეთამდე).
ლესელიძის ქუჩიდან თიანეთის გზატკეცილის მიმართულებით (შოთა მიქატაძის, მიხეილ ხერგიანისა და კონსტანტინე ლესელის ქუჩის კვეთიდან შოთა მიქატაძის, ლევან კბილაშვილის ქუჩებისა და თიანეთის გზატკეცილის კვეთის მიმართულებით) გადაადგილება შესაძლებელი იქნება მიხეილ ხერგიანის, ერმალოზ კობერიძის, იპოლიტე ვართაგავასა და სანდრო კანდელაკის ქუჩების გამოყენებით.
სამუშაოები შესრულდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე შეიზღუდება კონსტანტინე ლესელიძის ქუჩიდან თიანეთის გზატკეცილის მიმართულებით გზის მარჯვენა მხარე, ხოლო მეორე ეტაპზე გზის მარცხენა მხარე.
სამუშაოების პერიოდში შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც. კერძოდ, ავტობუსი N351 გლდანულას დასახლების მიმართულებით მოძრაობისას, მეტროსადგურ ,,ახმეტელის თეატრიდან" მოძრაობას გააგრძელებს ფორე მოსულიშვილის ქუჩაზე, რის შემდეგ ქერჩისა და თიანეთის გზატკეცილის გავლით დაუკავშირდება გლდანულას დასახლებას, ხოლო გლდანულას დასახლებიდან ,,ახმეტელის თეატრთან" მოსახვედრად თიანეთის გზატკეცილიდან დაუკავშირდება სამამულო ომის გმირების ქუჩას, რის შემდეგ ხიზანიშვილის ქუჩიდან გადავა ვეკუას ქუჩაზე, დაუკავშირდება „ახმეტელის თეატრს" და იმოძრავებს დადგენილი სქემით.

რაც შეეხება მიკროავტობუსებს, N496 და N531 თიანეთის გზატკეცილიდან ნაცვლად მიქატაძის ქუჩისა, ლესელეძის ქუჩას დაუკავშირდებიან კობერიძის და ხერგიანის ქუჩების გავლით, უკუმიმართულებისას, ლესელიძის ქუჩიდან თიანეთის გზატკეცილს დაუკავშირდებიან ანალოგიურად ხერგიანისა და კობერიძის ქუჩების გავლით, რის შემდეგ იმოძრავებენ დადგენილი სქემით.

мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати