USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
გლდანის რაიონში შიდა ეზოების მოწესრიგება გრძელდება
Date:  488

გლდანის რაიონის გამგეობა კიდევ ერთი შიდა ეზოს მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებს.

მესამე მიკრორაიონის N11 კორპუსთან 1 700 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე დაზიანებული ასფალტის საფარი იცვლება. აღნიშნულისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 138 000 ლარი დაიხარჯება.
 
საგზაო სამუშაოებამდე გამგეობამ "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, წყალარინების შიდა და გარე ქსელი შეცვალა.

მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნო.

World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way