USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
თბილისი
გლდანის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს
თარიღი:  528
გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს განაგრძობს. ამჯერად, აღნიშნული სამუშაოები მესამე ა მიკრორაიონის N15 კორპუსთან მიმდინარეობს. ტერიტორიაზე 1 400 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი იცვლება. აღნიშნულისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 75 000 ლარი დაიხარჯება.
 
მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნო.
 
გზის საფარის მოწესრიგებამდე აღნიშნულ კორპუსში გამგეობის "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, წყალარინების შიდა და გარე ქსელი შეიცვალა, რისთვისაც 81 511 ლარი დაიხარჯა.
საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის