USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Тбилиси
გლდანის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, წყაროს ქუჩის კეთილმოწყობა სრულდება
дата:  
გლდანის რაიონის გამგეობა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, წყაროს ქუჩის კეთილმოწყობას ასრულებს.
 
აღნიშნულ ქუჩაზე აქამდე ასფალტის საფარი არ არსებობდა და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა ჰქონდა.
 
სამუშაოების შედეგად, სანიაღვრე ქსელი 500 გრძივ მეტრამდე მოეწყო, 13 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე კი ასფალტის საფარის დაგება სრულდება. აღნიშნული პროექტისთვის, გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 1 150 000 ლარი დაიხარჯება.
 
სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნო.
мир
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати