USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
თბილისი
გლდანის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება
თარიღი:  483
გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აგრძელებს.
 
ამჯერად, შესაბამისი სამუშაოები მუხიანის აგარაკებზე, ჩხარის ქუჩაზე 2000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე მიმდინარეობს. აღნიშნულისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 75 000 ლარი დაიხარჯება.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ამავე დასახლებაში კიდევ ერთ მისამართზე - სამეგრელოს ქუჩაზეც მიმდინარეობს.
 
გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე მიმდინარე სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ ირანში ომი დასასრულს უახლოვდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-ს განუცხადა, რომ ირანში ომი „დასასრულს უახლოვდება“.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის სამხედრო ძალები „განადგურებულია“, ხოლო მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობა „ბევრად უფრო გონიერია“ და ნაკლებად „რადიკალიზებული“, ვიდრე წინა ლიდერები, რომელთა უმეტესობაც ამერიკული და ისრაელის დარტყმების შედეგად დაიღუპა.

„ჩვენ შესანიშნავად მივიწევთ წინ“, - ამბობს ტრამპი. „და ეს ყველაფერი დასასრულს უახლოვდება“.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის