USD 2.7166
EUR 3.1483
RUB 3.3710
თბილისი
გლდანის რაიონში საერთო სარგებლობის აივნების გამაგრება მიმდინარეობს
თარიღი:  
გლდანის რაიონის გამგეობა, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სხვადასხვა სამუშაოს ახორციელებს. მათ შორის, გლდანის პირველი მიკრორაიონის N23 ა და N23 ბ კორპუსში საერთო სარგებლობის აივნების გამაგრება მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, სადარბაზოების დაზიანებული საერთო სარგებლობის აივანები ლითონის კონსტრუქციებით მაგრდება. ილესება და ტარდება სამღებრო სამუშაოები, ხორციელდება მოაჯირების რეაბილიტაცია.
 
ჯამში, ორივე მისამართზე ავარიული აივნების გამაგრებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს 101 170 ლარამდე დაიხარჯება.
 
სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნო.
მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის