USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Тбилиси
გლდანის რაიონში საერთო სარგებლობაში არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გრძელდება
дата:  519

გლდანის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტის განხორციელებას განაგრძობს. მათ შორის, ამორტიზებული ლიფტების, შიდა და გარე წყალარინების ქსელის, სახურავისა და საერთო სარგებლობაში არსებული სხვა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია.

ლიფტის სამუშაოების დაფინანსებისა და დაწყების შესახებ ინფორმაცია გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ კალაძემ რამდენიმე კორპუსის მოსახლეობას მიაწოდა.
აღნიშნული სამუშაოები გლდანის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და გამგეობის მიერ 100%-ით ფინანსდება. ამხანაგობა კი, თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 10 % -ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, გასულ 2023 წელს 219 სხვადასხვა პროექტი შესრულდა.

მათ შორის, საცხოვრებელ კორპუსში სახურავი და წყალსაწრეტი მილები 78 შეიცვალა; 52 ლიფტის მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა და 34 კორპუსის მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა. საერთო სარგებლობის შიდა ინფრასტრუქტურის სამუშაოები (კიბეები, სადარბაზოს შესასვლელის გადახურვა, სართულშორისი ნაპრალების რეაბილიტაცია, სადარბაზოს რკინის კარის მოწყობა)კი 55 მისამართზე ჩატარდა.

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати