USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Тбилиси
გლდანის რაიონში, მუხიანის IV ბ მიკრორაიონის N37 კორპუსთან შიდა ეზოს მოწესრიგება სრულდება
дата:  557
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ მუხიანის IV ბ მიკრორაიონის N37 კორპუსთან შიდა ეზოს მოწესრიგება სრულდება.
 
პროექტის ფარგლებში, 2000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი იგება.
 
სამუშაოებისთვის დაახლოებით, 250 000 ლარია გათვალისწინებული.
 
აღნიშნულ მისამართზე ასფალტის საფარის მოწესრიგებამდე, გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 388 გრძივი მეტრი წყალარინების შიდა და გარე ქსელი შეიცვალა, რისთვისაც 55 228 ლარი დაიხარჯა.
общество
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати