USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Тбилиси
გლდანის რაიონში მიმდინარე წლის დასაწყისიდან, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტებზე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 7 142 787 ლარი დაიხარჯა
дата:  557
გლდანის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წლის დასაწყისიდან სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 7 142 787 ლარი დაიხარჯა.
 
გასული 6 თვის განმავლობაში მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სკვერებს, სპორტულ მოედნებს, მოეწყო და განახლდა გზის საფარი.
 
კერძოდ, საგზაო ინფრასტრუქტურა 48 102 კვ.მეტრ ფართობზე მოწესრიგდა. სხვადასხვა სახის კეთილმოწყობის პროექტები 35 მისამართზე განხორციელდა. სამ მისამართზე მოეწყო სკვერი, გამგეობის ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა 70 პროექტი.
 
,, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მოსახლეობაზე მორგებული პროექტების განხორციელება და იმ პრობლემების აღმოფხვრა, რაც მოქალაქეებს აწუხებთ. სწორედ ამიტომ, გამგეობისთვის პრიორიტეტულია როგორც ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ასევე, სოციალური და კულტურული პროექტების განხორციელება. წელს, ექვსი თვის განმავლობაში გამგეობამ არაერთ ქუჩაზე მოაწესრიგა საგზაო ინფრასტრუქტურა, შექმნა მწვანე სივრცეები, ასევე, დემონტაჟი ჩავუტარეთ ავტოფარეხებს და მათ ნაცვლად სკვერები მოვაწყვეთ. გამგეობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობა. წელს კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი გვაქვს როგორც მიმდინარე, ასევე, დაგეგმილი,” - აღნიშნა გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ კალაძემ ერთ-ერთი დასრულებული პროექტის დათვალიერებისას.
общество
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати