USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
გლდანის რაიონში კიდევ ერთი სკვერი განახლდა
თარიღი:  529

გლდანის ა მიკრორაიონში, N55-58 კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო.

„აღნიშნული სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ. მოსახლეობას დავპირდით, რომ მოეწყობოდა სივრცე, სადაც ისინი შეძლებდნენ დასვენებას, გართობას, ვარჯიშს. პროექტის ფარგლებში, ბავშვებისთვის მოეწყო ატრაქციონები, ასევე, ქვედა ტერიტორიაზე არის საკალათბურთო და საფეხბურთო მოედანი, რომელიც რეაბილიტირდა. სივრცე ყოველმხრივ მოწესრიგებულია, დამონტაჟდა ღამის განათებები, მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები. ახლა მნიშვნელოვანია, რომ მოვუაროთ ამ ყველაფერს. მინდა, მადლობა გადავუხადო გლდანის რაიონის გამგეობას და მის თითოეულ თანამშრომელს ასეთი კარგი პროექტის განხორციელებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე და თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე.

სამუშაოების ფარგლებში, 12 117 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე რეკრეაციული სივრცე მოეწყო. ტერიტორიაზე განთავსდა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, მოეწყო გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დაიდგა ჩოგბურთის მაგიდები, განახლდა სპორტული მოედანი; სკვერის მნიშვნელოვანი ნაწილი გამწვანებას დაეთმო და დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 847 408 ლარი დაიხარჯა.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის