USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
გლდანის რაიონში კიდევ ერთი ქუჩის მოწესრიგებას იწყება
Date:  

გლდანის რაიონის გამგეობა კიდევ ერთი ქუჩის მოწესრიგებას იწყებს. ამჯერად საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის ქუჩაზე ჩატარდება.

აღნიშნულ ქუჩაზე 5 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 565 000 ლარი დაიხარჯება.

საგზაო სამუშაოების დაწყებამდე გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად, მოსახლეობას შეხვდა და პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way