USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
გლდანის რაიონში კიდევ ერთი პარკი ეწყობა
дата:  306

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა გლდანის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაიწყო. გლდანის VIII მ/რ-ში, N28, 29 და 33 კორპუსის მიმდებარედ, 10 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, უკვე განხორციელდა სადემონტაჟო სამუშაოები. მიმდინარე პროექტს დღეს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე თავის მოადგილეებთან, ანდრია ბასილაიასთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„პროექტი ორ ნაწილად არის გაყოფილი. ტერიტორია მთლიანობაში 2 ჰექტარია. წლის ბოლომდე, პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულებული იქნება და შემდეგ გადავალთ მეორე ეტაპზე. პროექტის ფარგლებში ეწყობა სასეირნო ბილიკები და საბავშვო ატრაქციონები; დაირგვება ხე-მცენარეები და მოეწყობა სარწყავი სისტემა; დამონტაჟდება საპარკე ინფრასტრუქტურა, ტრენაჟორები და განათების ქსელი, ასევე მოეწყობა საპარკინგე სივრცეც. გასულ წელს აქ გამგეობამ კალათბურთის სტადიონიც გააკეთა. ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის საკმაოდ სასიამოვნო გარემო იქნება დასვენების, ვარჯიშის, განტვირთვისა და გართობისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მიმდინარე სამუშაოები ასევე დაათვალიერეს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ბესო კალაძემ და თბილისის საკრებულოს წევრებმა.

პროექტი ასევე ითვალისწინებს გამწვანების სამუშაოებს. ტერიტორიაზე შევა ნოყიერი მიწის ნაზავი, დაითესება ბალახი და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ნერგი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი - მიმდინარე წლის დეკემბერში, ხოლო მეორე ეტაპი 2025 წლის ივნისში დასრულდება. სამუშაოების ღირებულება 2 მილიონ ლარს შეადგენს.

Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати