USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
გლდანის რაიონში გამგეობის 2023 წლის პროექტების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა
თარიღი:  

გლდანის რაიონის გამგეობის 2023 წლის პროექტების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, ბესიკ კალაძემ საზოგადოებას გამგეობის მიერ ერთი წლის განმავლობაში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

მიმდინარე წლის განმავლობაში, გლდანში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა.

მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურა 109 086 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა;

წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელი 13  მისამართზე მოეწყო; რაიონს 6 მრავალფუნქციური სკვერი შეემატა;

სკვერებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის შეკეთება-რეაბილიტაცია 126 მისამართზე ჩატარდა; საბავშვო-გასართობი ატრაქციონები კი 3  მისამართზე განთავსდა;

გრუნტის დამჭერი კედლის  და კიბე-პანდუსის მოწყობა  6 მისამართზე დასრულდა;

46 მისამართზე ჩატარდა სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, 4 მისამართზე სრულიად ახალი სპორტული მოედანი მოეწყო, 29 მისამართზე კი - რეაბილიტირდა;

სამ მისამართზე საერთო სარგებლობის აივნების გამაგრება განხორციელდა.

შშმ პირებისთვის ელექტრო პანდუსების მოწყობის სამუშაოები 6 მისამართზე ჩატარდა.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 2023 წელს 219  სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი შესრულდა.

მათ შორის,  საცხოვრებელ კორპუსში სახურავი და წყალსაწრეტი მილები 78  შეიცვალა; 52 ლიფტის მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა და 34 კორპუსის მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა.

მიმდინარე წელს გამგეობამ სხვადასხვა ტიპის კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ხუთი ღონისძიება ჩაატარა, სამი  წინა საახალწლო ღონისძიება  ამჟამად მიმდინარეობს.

პრეზენტაციას დედაქალაქის საკრებულოს წევრები, თბილისის მთავრობის წარმომადგენლები, გლდანის რაიონის გამგეობის სამოქალაქო საბჭოს წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ღონისძიების ბოლოს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა თანამშრომლები მადლობის სიგელით დააჯილდოვა.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის