USD 2.6195
EUR 3.0551
RUB 3.1118
Tbilisi
გლდანის რაიონში არსებული საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?‘’გაიმართა
Date:  661
გლდანის გამგეობის ორგანიზებით, რაიონში არსებული საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?‘’გაიმართა.
ღონისძიებას, რომელშიც 24 სკოლა ჩაერთო, "გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრმა" უმასპინძლა.
 ინტელექტუალურ თამაშში პირველი ადგილი N 191 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, მეორე ადგილის მფლობელი N 71 სკოლა გახდა, ხოლო მესამე ადგილი N 69 სკოლამ დაიკავა.
გამარჯვებულ გუნდებს წიგნებისთვის სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ - პირველ ადგილზე გასული გუნდის ყველა წევრმა 400-ლარიანი, II ადგილზე - 350-ლარიანი, III ადგილზე კი 300-ლარიანი ვაუჩერები მიიღო.
ინტელექტუალური თამაში ახალგაზრდებში განათლების მიღების მოტივაციის ამაღლებასა და მათ წახალისებას ისახავს მიზნად.
ღონისძიებას გლდანის რაიონის გამგებლი ბესიკ კალაძე მოადგილე ნანა ციმაკურიძესთან, ასევე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან - შალვა ოგბაიძესთან და ჯაბა კოღუასთან ერთად დაესწრო.
World
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way