USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
გლდანის რაიონში ამხანაგობის საკუთრებაში არსებული ლიფტების რეაბილიტაცია ხორციელდება
Date:  448
გლდანის რაიონის გამგეობის ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების“ პროგრამის ფარგლებში, ამხანაგობის საკუთრებაში არსებული ლიფტების რეაბილიტაცია ხორციელდება.
 ამ ეტაპზე სამუშაოები 9 მისამართზე დასრულდა, 8 მისამართზე კი მიმდინარეობს.
მათ შორის, სამუშაოები დასრულებულია გლდანის მეორე მიკრორაიონის N26 კორპუსის VI სადარბაზოში და მუხიანის IV ა მიკრორაიონის N5 კორპუსის I სადარბაზოში. შეიცვალა როგორც ლიფტის კაბინა, ასევე, მართვის კოლოფი. ორივე ლიფტის სრული რეაბილიტაციისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 82 410 ლარი დაიხარჯა.
"ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში, გამგეობა სამუშაოებს 100% -ით აფინანსებს. ამხანაგობა კი, თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.
რამდენიმე მისამართზე დასრულებულ სამუშაო პროცესს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way