USD 2.6994
EUR 3.1318
RUB 3.3536
თბილისი
გლდანის რაიონში გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის სეზონური სამუშაოები ტარდება
თარიღი:  1286
გლდანის რაიონში გამგეობის მიერ გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის სეზონური სამუშაოები ტარდება.
 
სამუშაოების ფარგლებში, გამწვანებული ტერიტორიები ითიბება, მცენარეები სარეველებისაგან სუფთავდება, ისხვლება ბუჩქები. რაიონის მასშტაბით რეკრეაციულ ზონებში ბალახი რამდენჯერმე გაითიბება.
 
გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს 560 000 ლარია გათვალისწინებული
 
 
მსოფლიო
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის