USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
გლდანის რაიონში 2 500 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე გზის საფარი მოწესრიგდება
Date:  610
გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს წევრებთან ერთად, ბარბარე გამრეკელის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა და დაგეგმილი საგზაო
სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
 
სამუშაოების შედეგად, 2 500 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე გზის საფარი მოწესრიგდება, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 245 000 ლარი დაიხარჯება.
World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way